ყველა სპორტული სიახლე

როინ კვასხვაძე: "დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ"

ტირასპოლის "შერიფთან" განმეორებითი მატჩის წინ პრესკომფერენციაზე "ტორპედოს" კაპიტანმა როინ კვასხვაძემ ისაუბრა:
"3 დღეა ტირასპოლში ვართ და ვემზადებით ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის. 2:1 არ არის ის ანგარიში, რომელიც წყნარად ყოფნის საშუალებას მოგვცემს, ამიტომ ხვალინდელ მატჩს სრული სერიოზულობით ვეკიდებით.

"შერიფი" ძალიან კარგი გუნდია და ვიცით, რომ იოლი შეხვედრა არ გველის, თუმცა ყველაფრისთვის მოვემზადეთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენ გავალთ. საამისოდ, ფეხბურთელები ყველაფერს ვიზამთ".

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "ტორპედომ" ქუთაისში 2-1 გაიმარჯვა, განმეორებითი შეხვედრა კი ხვალ 18 ივლისს თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება

 

ფეხბურთი, საქართველო, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ