
ოფიციალურად: ქვილითაია "გენტის" ფეხბურთელია
საქართველოს ნაკრების ფორვარდი, გიორგი ქვილითაია, კარიერას "გენტში" გააგრძელებს.
24 წლის შემტევი ბელგიურ კლუბში დღეს, 18 ივლისს წარადგინეს.
ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ ქვილითაიას ვენის "რაპიდის" ღირსებას იცავდა, ახალ გუნდში კი მას გიორგი ბერიძე და გირგი ჩაკვეტაძე დახვდებიან.