ყველა სპორტული სიახლე

"ტორპედო" ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს

ტირასპოლში დასრულდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრა "შერიფსა და ქუთაისის "ტორპედოს" შორის. ქუთაიში 2-1 მოგებული თამასის შემდეგ იყო მოლოდინი და იმედი რომ იმერული კლუბი მოლდოვურ ბარიერს დაძლევდა და შემდგომ ეტაპზე გავიდოდა. სამწუხაროდ გულშემატკივართა მოლოდინები არ გამართლდა და შეხვედრა შერიფის გამარჯვებით 3-0 დასრულდა.
მთელმა თამაშმა მასპინძელთა დომინირებით ჩაიარა, პირველი გოლი შეხვედრის 9-ე წუთზე ბადიბანგამ გაიტანა, რასაც 40-ე წუთზე გატანილი მეორე გოლი მოჰყვა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2-0 მოიგეს. 
მეორე ტაიმის 55 -ე წუთზე შერიფმა საჯარიმო დარტყმით მესამე გოლის გატანა მოახერხა და ნათელი გახდა, რომ სტუმრები ვეღარაფერს მოახერხებდნენ.
ქუთაისელებს რეალური მომენტი შეხვედრის 30-ე წუთზე მიეცათ, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კუტალიამ გოლის გატანა ვერ მოახერხა, აღსანიშნავია, რომ კუტალია საჯარიმოში წააქციეს, თუმცა მსაჯმა 11 მეტრიანი არ დანიშნა.

ქუთაისის "ტორპედოსთვის" ევროპულ ტურნირებზე მოღვაწეობა ამით არ სრულდება, ისინი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებენ, სადაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების "ვიკინგურს" დაუპირისპირდებიან.

ტირასპოლი. "ბოლშაია სპორტივნაია არენა".
შერიფი - ტორპედო 3:0
გოლები: 1:0 ბაბადინგა (9), 2:0 ჯოალისონი (40), 3:0 ჯოალისონი (55)

შერიფი: მიკულიჩი, სუშიჩი, პოსმაკი, კულუშიჩი, კრისტიანო, კენდიში (ანტონი 75), კაპიჩი (როდრიგესი 73), პალიჩი, ჯოალისონი (კოვეჩევიჩი 89), კამარე, ბადიბანგა

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, აზაცკი, მარინი, ჰლინკა, ცინცაძე, კუხიანიძე (ტუღუში), გეგეჭკორი (დაფე 46), ქიმაძე, კუტალია (კაპანაძე 68)

ფეხბურთი, საქართველო, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ