
სამტრედია ევროპა ლიგას გამოეთიშა
უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედიამ" "ტობოლის" წინააღმდეგ მეორე შეხვედრა გამართა.
სამტრედიელებმა განმეორებითი მატჩი სტუმრად ანგარიშით 2:0 დათმეს და ევროპა ლიგას გამოეთიშნენ. აღსანიშნავია, რომ "ტობოლის" შემადგენლობაში ქართველმა ნახევარმცველებმა, ნიკა კვეკვესკირმა და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს.
შეგახსენებთ, რომ "სამტრედიამ" უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი შინ 1:0 დათმო.