
"დინამოს" მარცხი "სტრედასთან"
"დინამო თბილისმა" უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში სლოვაკურ "დუნაისკა სტრედას" უმასპინძლა.
პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე "დინამო" ბუდუ ზივზივაძის თავური გოლით დაწინაურდა და შეხვედრას 86-ე წუთამდე იგებდა.
მეორე ტაიმი სლოვაკურმა კლუბმა აქტიურად დაიწყო და "დინამო თბილისის" კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. 86-ე წუთზე ვაკუნ ბაიოს გოლით "სტრედამ" ანგარიში გაათანაბრა, ხოლო დამატებით წუთებზე ბაიომ დუბლი გაიფორმა და მატჩი სლოვაკური კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში "სამტრედია" "ტობოლთან" დამარცხდა და ევროტურნირს გამოეთიშა. საჩხერის "ჩიხურა" კი "ბეითარს" ხვდება.
ფოტო: დინამო თბილისი