
ჩიხურას მოულოდნელი გამარჯვება იერუსალიმში - ფრუიძის გუნდი სლოვენიურ კლუბს შეხვდება
საჩხერის "ჩიხურა" უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში იერუსალიმის "ბეითარს" დაუპირისპირდა.
ქართულმა კლუბმა სტუმრად 2:1 იმარჯვა და უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ითამაშებს.
ანგარიში 62-ე წუთზე გაიხსნა, იდან ვერედმა "ბეითარი" დააწინაურა, თუმცა 73-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლევან კაკუბავამ ეფექტური გოლით ანგარიში გაათანაბრა. მატჩის 83-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი გაბედავამ ზუსტად შეასრულა და მატჩი საჩხერელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში "ჩიხურას" მეტოქე სლოვენიური "მარიბორი" იქნება, რომელმაც პირველ რაუნდში ალბანურ "პარტიზანს" სძლია. უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩები 26 ივლის-2 აგვისტოს გაიამრთება.
შეგახსენებთ, რომ უეფას ევროპა ლიგაზე ასპარეზობა ორმა ქართულმა კლუბმა, "სამტრედიამ" და "დინამო თბილისმა" დაასრულეს.
ფოტო: Fc Beitar