ყველა სპორტული სიახლე

ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ალმათიში მოკლეს

ცნობილი ყაზახი მოციგურავე დენის ტენი ალმათის ცენტრში დანით დაჭრეს, მოგვიანებით კი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თვითმხილველის თქმით, შემზარავი ფაქტი რესტორანთან მოხდა, სადაც დენის ტენი იმყოფებოდა.

"როგორც კი დავინახეთ, სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ, შემდგომ კი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს", - განაცხადა თვითმხილველმა. 

სპორტსმენის ოპერაცია რამდენიმე საათს გრძელდებოდა. საავადმყოფოსთან შეკრებილები იყვნენ მისი ოჯახის წევრები, ახლობლები, პრესის წარმოამდგენლები. სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

დენის ტენი ყაზახი მოციგურავე იყო, იგი დაიბადა 1993 წლის 13 ივნისს, ალმათიში. მინიჭებული ჰქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის დამსახურებული სპორტსმენის წოდება. 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მან მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალი.

მის გარდაცვალებასთან ერთად ინტერნეტში ვრცელდება სხვადასხვა ვიდეო, სადაც სავარაუდო ორი თავდამსხმელია ასახული.



ჯერჯერობით უცნობია როდის და სად დაკრძალავენ დენის ტენს, თუმცა ყაზახეთის კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, სამინისტრო მისი დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად უზრუნველყოფს.

სხვადასხვა, ზამთრის სახეობები, ოლიმპიური, ფიგურული სრიალი

არქივის კალენდარი

2023 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ