ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრები პლეი ოფში თურქეთს შეხვდება

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში იტალიის ნაკრებს შეხვდა და 3:14 დამარცხდა.

ბარსელონაში, „ბერნატ პიკორნელის“ სახელობის საცურაო კომპლექსში მიმდინარე ევროპის 33-ე ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დღეს დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდები სამ ნაწილად დაიყოფიან - 8 გუნდი პირველობისთვის იბრძოლებს, 4 გუნდი მე-9-მე-12 აგდილებისთვის პლეი ოფში ჩაებმევა, ხოლო ოთხიც მე-13-მე-16 ადგილებისთვის პლეი ოფში, სადაც თამაშს საქართველოს ნაკრებიც გააგრძელებს და პირველ მეტოქედ თურქეთის ნაკრები ეყოლება, რომელიც თავის მხრივ C-ჯგუფის ბოლოადგილოსანია.

ჩვენი ნაკრები თურქეთის ნაკრებს ცოტა ხნის წინ, თბილისის მერიის თასზე დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 19:5  მოუგო. თუ საქართველოს ნაკრები თურქეთს დაამარცხებს, მაშინ მე-13 ადგილისთვის მატჩში, დიდი ალბათობით მალტასა და სლოვაკეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, რადგან დღევანდელი საფრანგეთისა და მალტის შეხვედრაში ფავორიტ საფრანგეთს გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეს.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის ნაკრებმა ასევე ითამაშა თბილისის მერიის თასზე და მას ჩვენმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით 8:7 მოუგო. ქართველი წყალბურთელები კარგად იცნობენ მალტის ნაკრებსაც, მას ბოლო წლებში არაერთხელ ეთამაშნენ.

საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრა, 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონის იტალიის ნაკრების უპირატესობით წარიმართა და მისი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. იტალიელებმა ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი მოიგეს, ჩვენამდე გერმანიას 14:1, ხოლო უნგრეთის ძლიერ ნაკრებს, რომელიც მედლებისთვის იბრძვის, 12:5 აჯობეს და მედლების მოპოვების კანდიდატთა შორის არიან.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა, რევაზ ჩომახიძემ მატჩი გამოიყენა გუნდის უკეთ შესათამაშებლად და კომბინაციების დასამუშავებლად, რათა ნაკრები პლეი ოფის შეხვედრებს მაქსიმალურ მზადყოფნაში შეხვდეს. გერმანიასთან მარცხის შემდეგ, გუნდის მიზანი მე-13 ადგილის დაკავებაა, რაც ჩვენი ნაკრებისთვის წინა ევროპირველობებზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას ნიშნავს.

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების შეხვედრა 22 ივლისს, 15:30 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი გადასცემს.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვადასხვა, წყალბურთი

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ