ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ალბანეთი გაანადგურა

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს ან მე-13 ან მე-14 ადგილზე დაასრულებს. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ტურნირის ბოლო მატჩში ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი ესტონეთს შეხვდება და გამარჯვებული მე-13 ადგილს დაიკავებს.

ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ქართველებმა დღეს საკვალიფიკაციო მატჩში ალბანეთი დაამარცხეს. ჩერქეზიშვილის გუნდმა ბალკანელებსძალიან იოლად მოუგო – 104:44. საქართველოს ნაკრებში ტრავმირებული ლადო ფირცხვანიძის გარდა ყველამ ითამაშა. სარგებლიანობის კოეფიციენტით საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია, რომელმაც 14 ქულა, 12 მოხსნა, 4 დაფარება და 3 პასი მოაგროვა. ორმაგი დუბლი შეასრულა დავით აფხაზავამ – 13 ქულა, 10 პასი – და სანდრო მამუკელაშვილმა – 14 ქულა, 10 მოხსნა. 

საქართველოსა და ესტონეთის მატჩი 22 ივლისს, თბილისის დროით 14;45 საათზე გაიმართება.

ალბანეთი – საქართველო 
სტატისტიკა: 44:104 

gbf.ge

 

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ