ყველა სპორტული სიახლე

კაშიას დებიუტი "სან ხოსეში" და ფრე "მანჩესტერ იუნაიტედთან"

"სან ხოსე ერსქუიკსში" საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტნის, გურამ კაშიას დებიუტი შედგა.

ქართველმა მცველმა "სან ხოსეს" რიგებში პირველი მატჩი ამხანაგურ შეხვედრაში, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართა. კაშაიამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, მეორე ტაიმში კი კალიფორნიელებმა თერთმეტივე ფეხბურთელი გამოცვალეს, რა დროსაც თამაშში "სან ხოსეს" მეორე ქართველი ლეგიონერი, ვაკო ყაზაიშვილი ჩაერთო.

მატჩი ქართველი ფეხბურთელების "სან ხოსესა" და "მანჩესტერს" შორის ფრედ 0:0 დასრულდა. 

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია ჰოლანდიური "ვიტესიდან" მლს-ის გუნდ "სან ხოსე ერსქქუიკსში" გასულ თვეში გადავიდა. კაშიამ "ვიტესის" შემადგენლობაში რვა სეზონი ითამაშა და ჩატარებული მატჩებით კლუბის რეკორდი მოხსნა. აღსანიშნავია, რომ "ვიტესმა" კლუბის არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული სწორედ გურამ კაშიას კაპიტნობისას მოიგო.





ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ