ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ესტონეთთან გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მე-13 ადგილზე დაასრულა. სწორედ ამ ადგილისთვის მატჩში ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა ესტონეთი 88:64 დაამარცხა. 

ესტონელთათვის შეუჩერებელი გახლდათ გიორგი კორსანტია, რომელმაც 27 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა. 12 ქულა და 6 პასი დავით აფხაზავამ მოაგროვა, ნიკა დარბაიძის ანგარიზე კი 9 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. 

საქართველოს ნაკრები საქართველოში 23 ივლისს დაბრუნდება.

საქართველო – ესტონეთი
სტატისტიკა: 88:64 

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ