
"ტორპედომ" დიდი ანგარიშით იმარჯვა
ქუთაისის "ტორპედომ" რამაზ შენგელიას სტადიონზე "ვიკინგურს" უმასპინძლა.
"ტორპედომ" უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის პირველ შეხვედრაში ფარერის კუნძულების გუნდს შინ დიდი ანგარიშით, 3:0 სძლია.
ანგარიში 27-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ გახდა და პირველი ტაიმიც სწორედ ქუთაისელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმში კი 73-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ "ტორპედო" ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა, ხოლო 84-ე წუთზე ლევან კუტალიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
განმეორებით შეხვედრას საქართველოს ჩემპიონი სტუმრად 2 აგვისტოს გამართავს.
ფოტო: ქუთაისის "ტორპედო"