ყველა სპორტული სიახლე

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ნახევარფილაშია

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ATP-ის 500-იან ტურნირზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს.

მეოთხედფინალში ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში მეცამეტე ჩოგბურთელს, პაბლო კარენო ბუსტას დაუპირისპირდა და ორ სეტში, ანგარიშით 7:6; 6:4 სძლია და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც 22 წლის ჩილელ ჩოგბურთელს, ნიკოლას ჯარის შეხვდება, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 69-ე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ჰამბურგის ტურნირში წარმატების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 180 ქულა შეემატება და სავარაუდოდ 22 პოზიციით დაწინაურდება.

ცნობისთბის, ბასილაშვილსა და ჯარის შორის შეხვედრა 28 ივლისს, თბილისის დროით 13:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ