ბასილაშვილი კვირის ყველაზე პროგრესირებადი ჩოგბურთელია

ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილი კვირის ყველაზე პროგრესირებადი ჩოგბურთელია

ნიკოლოზ ბასილაშვილი 29 ივლისს ჰამბურგში გამართული ATP-ის 500-იანი ტურნირის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა და კარიერაში პირველი ATP-ის ტურნირი მოიგო. ტიტულთან ერთად ბასილაშვილს 500 სარეიტინგო ქულა შეემატა და მსოფლიო რეიტინგში 46 პოზიციით დაწინაურდა, რაც კვირის საუკეთესო შედეგია. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა საკუთარი შედეგი გააუმჯობესა და მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 35-ე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბასილაშვილი პირველი ქართველი ჩოგბურთელია, რომელიც მსოფლიო რეიტინგის ტოპ 40 ჩოგბურთელს შორის მოხვდა. აქამდე საუკეთესო შედეგი დავით ლაბაძეს ჰქონდა დაფიქსირებული, რომელიც 2004 წლის ივლისში მსოფლიოს 42-ე ჩოგანი გახდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ჩოგბურთელია, რომელმაც ATP-ის რაგნის ტურნირი მოიგო. აქამდე ბასილაშვილმა ATP-ის ორ ფინალში (კიცბუელი 2016, მემფისი 2017) ითამაშა, თუმცა ორივეგან დამარცხდა. პირველი ქართველი ჩოგბურთელი კი, რომელმაც ATP-ის ტურნირი მოიგო, ალექსანდრე მეტრეველი გახდა. მეტრეველმა კარიერაში ATP-ის დონის ხუთი ტურნირის მოგება შეძლო.

სხვადასხვა, ჩოგბურთი, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2018 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ