ყველა სპორტული სიახლე

ქართველების "ტობოლი" ევროპა ლიგიდან გავარდა

31 ივლისს გაიმართა ევროპა ლიგის მორიგი შეხვედრა, სადაც ყაზახეთის "ტობოლი" სომხეთში "პიუნიკს" სტუმრობდა. ყაზახეთში მოგებული 2-1 ის შემდეგ სტუმარი გუნდი ფავორიტის სტატუსით სარგებლობდა. თუმცა შეხვედრა მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 1-0 დასრულდა, შედეგად კი შემდეგ ეტაპზე "პიუნიკი" ითამაშებს. აღნიშნულ შეხვედრაში სრულად ითამაშეს ქართველმა ლეგიონერებმა ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 82-ე წუთზე კოტდიუარელმა კონატემ გაიტანა. პიუნიკი კი შემდეგ ეტაპზე "მაკაბისა" და "რადნიცკის" გამარჯვებულს შეხვდება.

ფეხბურთი

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ