ოფიციალურად: გიორგი აბურჯანიამ კლუბი შეიცვალა

ყველა სპორტული სიახლე

ოფიციალურად: გიორგი აბურჯანიამ კლუბი შეიცვალა

გიორგი აბურჯანია ერთწლიანი იჯარით "ლუგოში" ითამაშებს.

"სევილიამ" და "ლუგომ" ტრანსფერზე შეთანხმებას ცოტა ხნის მიაღწიეს. 23 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა და მისი პრეზენტაცია 6 აგვისტოს შედგება. 

აბურჯანიას სხვადასხვა დროს რუსთავის "მეტალურგში" გორის "დილაში, "თბილისის "ლოკომოტივში", "ანორთოსისში", "ხიმნასტიკში" და "სევილია ბ" -ში უთამაშია, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კი 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ქართველი ნახევარმცველის ახალმა გუნდმა სეგუნდა დივიზიონის გასული სეზონის გათამაშება მე-12 პოზიციაზე დაასრულა და მოახლოებულ გათამაშებაშიც ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში იასპარეზებს.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2018 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ