ყველა სპორტული სიახლე

ევროპის ლიგა - ტორპედომ ვიკინგური დიდი ანგარიშით დაამარცხა (ვიდეო)

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედო" ფარერის კუნძულებზე ადგილობრივ "ვიკინგურს" დაუპირისპირდა. 

ქუთაისში მოპოვებული სოლიდური უპირატესობა (3:0) საქართველოს ჩემპიონმა სტუმრად კიდევ უფრო გაზარდა და "ვიკინგურს" 4 უპასუხო გოლი გაუტანა. 

ტორპედოელება პირველი ტაიმი ლაჩნის და კობახიძის გოლებით მოიგეს, შესვენების შემდეგ კი თავი აზაცკიმ და კაპანაძემ გამოიჩინეს. 

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედოს" მეტოქე ალბანური "კუკესი" იქნება, რომლის ღირსებას ირაკლი ძარია იცავს. 

ალბანური ბარიერის ძლევის შემთხვევაში ქუთაისური კლუბი ევროპის ლიგის პლეი ოფში მოხვდება, საიდანაც ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯია. 

ვიკინგური - ტორპედო 0:4

ევროასპარეზზე შემორჩენილი კიდევ ერთი ქართული გუნდი, საჩხერის ჩიხურა გათამაშებას მარიბორთან საპასუხო მატჩში გამოეთისა. 

თბილისური 0:0-ის შემდეგ "ჩიხურამ" გასვლითი მატჩი 0:2 დათმო და ევროპის ლიგას დაემშვიდობა.

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ