პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო XV ბრაზილიას ამარცხებს

ყველა სპორტული სიახლე

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო XV ბრაზილიას ამარცხებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონზე ზაფხულის თასის მეორე ტურის მატჩს ბრაზილიის ნაკრებს უპირისპირდება.

პირველი ტაიმის დასაწყისში მატჩის მთავარმა არბიტრმა საქართველო XV დააჯარიმა, ბრაზილიელებმა კი ჯარიმა ზუსტად გამოიყენეს და ანგარიში გახსნეს - 0:3.

რასაც თედო აბჟანდაძემ ასევე ჯარიმით უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა - 3:3.

მეცამეტე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ბრაზილიის ხუთმეტრიანში მოლი შეკრა, საბოლოოდ კი გუნდი კაპიტანმა გიორგი ჭყოიძემ ბრაზილია დაალელოვა, თუმცა აბჟანდაძე ამჯერად არაზსუტი იყო - 8:3.

მეცხრამეტე წუთზე ბრაზილიელებმა მორიგი ჯარიმა გაიტანეს და ანგარიში შეამცირეს - 8:6.

26-ე წუთზე ბრაზილიელებმა შერკინებიდან ბურთი დროულად გამოიტანეს და სწრაფი შეტევით საქართველოს ნაკრებს ლელო დაუდეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს - 8:13.

პირველი ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრებმა მორიგი ლელო გაიტანა, გუგა შენგელიამ ბრაზილიელები დაალელოვა, თედო აბჟანდაძე კი ამჯერად ზუსტი იყო და საქართველო XV-მა პირველი ტაიმი 15:13 დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველო XV-მა არგენტინა XV-ს ერთქულიანი 23:22 სძლია.

ცნობისთვის, ზაფხულის თასი 2018-ზე ორი ტური გაიმართა, სადაც მონაწილეობა საქართველო XV-მა, პარიზის „რასინგმა“, არგენტინა XV-მა და ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მიიღეს.

ორივე ტურის მატჩში „რასინგმა“ იმარჯვა და ამ დროისთვის ტურნირის ლიდერია.

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ