ყველა სპორტული სიახლე

ფიფას პასუხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წერილი, სადაც ხაზგასმულია რომ ფიფას მონაცემთა ბაზებში არ იძებნება არანაირი ინფორმაცია ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების შესაძლო თამაშზე საქართველოს აფხაზეთის რეგიონში.

მეტიც, აფრიკის კონტინენტზე ფიფას ოფიციალური წარმომადგენელი ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა, სადაც ოფიციალურად უარყვეს ინფორმაცია ნიგერიის რომელიმე ასაკობრივი ნაკრების სოხუმში ჩასვლის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სივრცეში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრები აპირებდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლას. ვითარებაში გასარკვევად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ მიმართა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციასა და ნიგერიის ფეხბურთის ასოციაციას.

gff.ge

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ