ტორპედო - კუკეში (წინასამატჩო მიმოხილვა)

ყველა სპორტული სიახლე

ტორპედო - კუკეში (წინასამატჩო მიმოხილვა)

დღეს 9 აგვისტოს, 21 საათზე,  მიხეილ მესხის სტადიონზე ქუთაისის "ტორპედო" ალბანურ "კუკეშს" დაუპირისპირდება. შეხვედა ქუთაისის მაგივრად დედაქალაქში გაიმართება, რადგან UEFA- ამ "ტორპედოს" სტადიონს შეხვედრის ჩატარების უფლება არ მისცა. 

დაძაბული წინასამატჩო სიტუაცია
საკმაოდ არასასიამოვნო სიტუაცია შეიქმნა ალბანელების საქართველოში ჩამოსვლამდე. კლუბის რამოდენიმე ფეხბურთელს საქართველოს საელჩომ ვიზა არ მისცა, რამაც სტუმრების უკმაყოფილება გამოიწვია. საუბარია ორ მაკედონიელ,მოზამბიკელ და კოსოვოელ ფეხბურთელებზე, საბოლოოდ გამონაკლისის სახით კოსოვოელი ფეხბურთელი საქართველოში შემოუშვეს, შეგახსენებთ რომ საქართველო კოსოვოს არ აღიარებს. იგივე მოხდა მოზამბიკელ ფეხბურთელზეც, რომელის საბუთები წესრიგში არ იყო, რაც შეეხება მაკედონიელ ფეხბურთელებს მათ შესახებ ინფორმაცია ქართულმა მხარემ გვიან მიიღო, საბოლოოდ ვიზების გაცემის მიუხედავად ალბენელბმა მათი ჩამოყვანა იუარეს. "კუკეშმა" ქართული გუნდი არასპორტულ საქციელში დაადანაშაულა და გუნდთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა.

არმანდო ცუნგუ ("კუკეშის" მთავარი მწვრთნელი) 
- გუნდში დაძაბული და არასახარბიელო სიტუაციაა, რადგან ჩვენს 4 ფეხბურთელს ვიზა არ მისცეს, არ მინდა შექმნილი სიტუაცია პოლიტიკას დავუკავშირო, მაგრამ აუცილებელია ფეირ-პლეის პრინციპების დაცვა. ჩვენ ვართ ფეხბურთელები და არა პოლიტიკოსები. ჩვენ არ ვართ დევნილები, ასეთი რამ მე აქამდე არსად მინახავს.

ტორპედოს პასუხი
ქუთაისურმა კლუბმა მალევე განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ ისინ არ მონაწილეობდენ ვიზების გაცემის საკითხში და ფეხბურთელების საბუთები არ იყო წესრიგში.

"ჩვენ დღესაც და აუცილებლად "კუკესის" მიერ საქართველოს დატოვების ბოლო წუთამდე ვცდილობთ და ვეცდებით მიუხედავად ჩვენს მიმართ არსებული უსაფუძვლო ბრალდებებისა, გვერდით დავუდგეთ სტუმარ გუნდს.

უღრმესი მადლობა გვსურს გადავუხადოთ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის, ხოლო ჟურნალისტებს მოთმინებისა და გულისხმიერი დამოკიდებულებისთვის.

ვიცით, რომ გულშემატკივარი ითხოვს ახსნას, მაგრამ გვერწმუნეთ, უეფასთან სათანადო ახსნა უკვე გაკეთებულია. ჩვენი კლუბი ამ ფორმით იცავს უეფას მთავარ წესს - პატივი სცეს ფეხბურთს და ნებისმიერ მოწინააღმდეგეს.

საუბარი 4 ფეხბურთელის ვერჩამოყავანაზე იყო. ამ ოთხიდან, ერთი კოსოვოს მოქალაქეა, ერთი - მოზამბიკის და ორიც - მაკედონიელი. როგორც კი ალბანური მხარისგან ფეხბურთელებზე ინფორმაცია მივიღეთ, მოწვევები რამდენიმე წუთში გადაგზავნილიქნა. კოსოვოს მოქალაქეს საქართველოში შემოსვლის პრობლემა რომ ექნებოდა, ეგ თავად ალბანელებსაც უნდა სცოდნოდათ. მიუხედავად ამისა, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებისა და ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით, მოხერხდა გამონაკლისის სახით მათი საქართველოში შემოსვლა.

რაც შეეხება ორ მაკედონიელ ფეხბურთელს: სტუმარმა გუნდმა "ტორპედოს" მათზე მოთხოვნა მატჩამდე ორი დღით ადრე გამოუგზავნა. მოწვევები ეგრევე გაიგზავნა, რასაც ოფიციალური მიმოწერაც ადასტურებს, ხოლო ის, რომ წარმოუდგენელი იყო, 1 დღეში მათზე ვიზის გაცემა, ისედაც გასაგებია, მითუმეტეს, რომ სავიზო განაცხადები ხარვეზებით იქნა ატვირთული. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მიუხედავად ზემოთხსენებულისა, ერთობლივი ძალებით, მოხერხდა და მაკედონიელებზე ვიზები გაიცა, მაგრამ როგორც კი შევატყობინეთ "კუკესს" ამის შესახებ, გვითხრეს, რომ ვიზები აღარ სჭირდებათ - მიზეზის ახსნის გარეშე...

მოზამბიკელ ფეხბურთელს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა უპრობლემოდ შეძლოს საქართველოს საზღვარზე შემოსვლა.

ალბანური გუნდი თბილისშია და მატჩის ჩაშლას საფრთხე არ ემუქრება!

მადლობა მოთმინებისა და გულშემატკივრობისთვის."

პრესკონფერენცია

კახა ჩხეტიანი ("ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი) - "ვემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის. გუნდში მშვენიერი, საბრძოლო განწყობაა და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ვნახეთ "კუკესის" თამაშები, შევიმუშავეთ შესაბამისი ტაქტიკა... ჩემი ფეხბურთელების დიდი იმედი მაქვს".

მეტოქეზე: "ერთი შეხედვით, "კუკესი" მებრძოლი გუნდია და თავისუფალ ზონებს იშვიათად თუ ტოვებს. ნახავდით ალბათ, "ყარაბაღთანაც" როგორ ითამაშეს... ასეა თუ ისე, უნდა შევუტიოთ და მეტოქე ვაიძულოთ, სივრცეები გახსნას".

შემადგენლობა: "ოპტიმალური შემადგენლობით ვვარჯიშობთ, უდანაკლისოდ... გუნდს შემოუერთდა ლევან კუტალიაც, რომელიც ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარა ფარერებზე."

სტადიონი და გულშემატკივარი: "ცხადია, ჩვენთვის უფრო სასურველი და კომფორტული იქნებოდა ქუთაისში გვეთამაშა, მაგრამ იქ მოედნის საფარის შეცვლა იგეგმება და ამის გამო თამაში თბილისში გვიწევს. შესაძლოა, ქუთაისში მეტი გულშემატკივარი დასწრებოდა მატჩს, მაგრამ მხარდაჭერის იმედი თბილისშიც გვაქვს და ყველას ვთხოვ, მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ. ვიცი, რომ ჩვენს საქომაგოდ ქუთაისიდანაც ბევრნი ჩამოვლენ... დასახულ მიზნამდე ერთად მივიდეთ!"

ლაზარ მარინზე: "ფეხბურთია და ხდება ხოლმე... მან ფარერებზე მაღალი სიცხის გამო ვერ ითამაშა, თუმცა მთელი ეს პერიოდია გუნდთან ერთად აქტიურად ვარჯიშობს და ხვალინდელი შეხვედრისთვის მზადაა".

გლეოფილო ვლიტერზე: "მე, როგორც მწვრთნელს, მირჩევნია ის ფეხბურთელი გამოვიყენო, რომელიც კონკრეტული მატჩისთვის სათანადოდ იქნება მომზადებული. ვლიტერი კარგი, პერსპექტიული ფეხბურთელია, თუმცა ამ შეხვედრისთვის ის მზად არ არის. როცა მზად იქნება, "ტორპედოს განაცხადშიც სწორედ მაშინ იქნება!

როინ კვასხვაძე ("ტორპედოს" კაპიტანი) - 

"როგორც მთავარმა მწვრთნელმა თქვა, გუნდში კარგი და საბრძოლო განწყობაა. ამ შეხვედრისთვის სათანადოდ მოვემზადეთ.

ფეხბურთელებმა კარგად ვიცით, რომ არაა ეს ის მეტოქე, რომლის ბარიერის გადალახვა არ შეგვიძლია, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპალიგის პლეი-ოფში გავიდეთ...

ბევრი ახალწვეული გვყავს და დღითიდღე ერთმანეთს უკეთ ვუგებთ. გუნდში მეგობრული ატმოსფეროა და ალბათ ჩვენს თამაშსაც ატყობთ, რომ მატჩიდან მატჩამდე ვუმატებთ!

მოვუწოდებ გულშემატკივარს, მოვიდნენ და გვიგულშემატკივრონ. მათი მხარდაჭერა ახლა ძალიან გვჭირდება!

გავიცნოთ სტუმარი გუნდი

"კუკეშმა" თამაში ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო, თუმცა ჩემპიონი არ გამხდარა, ქვეყნის ჩემპიონი "სკენდერბეუ" ევროტურნირებიდან მოკვეთეს. ჩვენმა სტუმრებმა პირველ ეტაპზე მალტის ჩემპიონი "ვალეტა" გამოთიშა, აღსაღნიშნავია, რომ ორ მატჩიან დუელში ერთადერთი გოლი ირაკლი ძარიამ გაიტანა. შემდეგ ეტაპზე ალბანური აზერბაიჯანის ჩემპიონ "ყარაბაღთან" დამარცხდა (0:0, 0:3). შედეგად გუნდი ევროპა ლიგაზე გადმოერთო.
ირაკლი ძარიას გარდა გუნდს 13 ლეგიონერი ყავს, მათ შორის არიან ბრაზილიელები, კოსოვოელები, გერმანელი და შვეიცარიელი ფეხბურთელები.
გუნდის კაპიტანი 34 წლის ალბანელეი მცველი ილი შამეტი გახლავთ.


ფეხბურთი, საქართველო, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2018 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ