
"ტორპედო" უეფას ევროპა ლიგის პლეიოფშია
ქუთაისის "ტორპედო" უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მეორე შეხვედრაში სტუმრად "კუკესის" დაუპირისპირდა.
ქუთაისური კლუბი ალბანეთში 0:2 დამარცხდა, თუმცა უეფას ევროპა ლიგის პლეიოფის საგზური პირველ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობით მოიპოვა.
პლეიოფში "ტორპედოს" მეტოქე ბულგარული "ლუდოგორეცი" იქნება, რომელმაც ორი მატჩის ჯამში ბოსნიური "ზრინსკი" დაამარცხა. უეფას ევროპა ლიგის პლეიოფის მატჩები 23-30 აგვისტოს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ პლეიოფის ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, ქუთაისური კლუბი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს
შეგახსენებთ, რომ "ტორპედომ" საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის პირველ შეხვედრაში მიხეილ მესხის სტადიონზე "კუკესის" ანგარიშით 5:2 სძლია.
ფოტო: ქუთაისის "ტორპედო