ყველა სპორტული სიახლე

კახა ჩხეტიანი : შეტევაში უნდა ვიაქტიუროთ

23 აგვისტოს ქუთაისის "ტორპედო" მიხეილ მესხის სტადიონზე ბულგარულ "ლუდოგორეცს" უმასპინძლებს. გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს  კახა ჩხეტიანის პრესკონფერენციიდან:
მზადების პროცესი: "ეს თამაში თავისი მნიშვნელობით ყველასგან განსხვავებულია. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და თითოეული მათგანი მზადაა, ხვალ მოედანზე გამოვიდეს და თავისი მაქსიმუმი დადოს. "ლუდოგორეცი" ძლიერი გუნდია, კარგი შემტევი ფლანგები ჰყავს, მაგრამ რაც ვნახეთ, დასკვნით ფაზაში ძალიან უჭირთ. ვნახოთ, რა იქნება... ჩვენ თავს არ დავზოგავთ!"

ფსიქოლოგიური მხარე: "ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი. ფეხბურთელებმა უკვე ნახეს, გამოცადეს ძალები და თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ შესწევთ ძალა მსგავსი გუნდების დამარცხების. ასე რომ..."

უკნიდან თამაშზე: "არასდროს ვცდილობთ უკნიდან თამაშს! ამას მოწინააღმდეგე გაიძულებს. უბრალოდ, ახალი შეკრებილი გუნდია, რომელსაც მოსამზადებელი პერიოდი არ ჰქონია... პირდაპირ თამაშები დავიწყეთ და აქედან გამომდინარეობს შეცდომები. მთავარია, გავედით და უკმაყოფილოები არ ვართ, მაგრამ მეტი გვინდა!"

ისევ "ლუდოგორეცი": "ძალიან მინდა რომ ის, რაც მიზნად დავისახეთ, გამოვიდეს. ხვალაც იმ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომელსაც გუნდში ყოველდღე ვნერგავთ, ეს კი იმას გულისხმობს, რომ შეტევაშიც უნდა ვიაქტიუროთ და უკანაც კარგად გამოვიყურებოდეთ."

ელიგის გადადებულ მატჩებზე: "სწორად გაგვიგეთ, ვერ მოვახერხებდით. გადაფრენა-გადმოფრენების ფონზე ძალიან გაგვიჭირდებოდა ყოველ 3 დღეში თამაში. ვერც ეროვნულ ლიგაში ვიქნებოდით სტაბილურები და ვერც - ევროტურნირებზე, ამიტომ ასე სჯობდა, რისთვისაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დიდ მადლობას ვუხდით. ასევე იმ კლუბებს, რომლებიც საკითხს გაგებით მოეკიდნენ. სანაკრებო პაუზა ახლოვდება, ჩანიშნული გვაქვს ორი მატჩი და "ავანაზღაურებთ" გამოტოვებულ მატჩებს."

ფეხბურთი, საქართველო, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ