ყველა სპორტული სიახლე

ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეო რეფერის გამოყენება იგეგმება

მას შემდეგ, რაც რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე VAR-ის გამოყენება წინ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა, უეფა ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში, ტურნირის ¼-ფინალური ეტაპიდან ვიდეო რეფერის დანერგვას აპირებს.

უეფას საკლუბო კომიტეტი შესაბამის წინადადებას მომდევნო კვირას, მონაკოში გასამართ შეხვედრაზე წარადგენს, ხოლო უეფას აღმასრულებელი კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას თვის ბოლოს მიიღებს.

აღნიშნული სიახლის დანერგვის პროცესში, უეფას ყველაზე დიდ პრობლემას ადამიანური რესურსის სიმცირე უქმნის, რადგან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რვა ჯგუფის შეხვედრები ერთდროულად იმართება და ყველა მატჩისთვის ოფიციალური პირების გამოყოფა ვერ ხერხდება. ამასთან, ყველა სტადიონს ვიდეო რეფერის ტექნოლოგიის გამოყენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ აქვს.

¼-ფინალურ ეტაპზე, როდესაც გათამაშებაში 8 გუნდია დარჩენილი და დღეში მხოლოდ ერთი მატჩი ტარდება, VAR-ის გამოყენება დიდ სირთულეებთან არ იქნება დაკავშირებული. უეფას ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ახალი ტექნოლოგიის დანერგვით, გადამწყვეტ შეხვედრებში მთავარი მსაჯის შეცდომები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

ორგანიზაცია ვიდეო რეფერის გამოყენებას ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზეც აპირებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ჯერჯერობით არ ჩქარობს.

ფეხბურთი, ევროპა, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ