ყველა სპორტული სიახლე

"ევერტონის" ვარსკვლავები Angry Birds-ის პერსონაჟებად გამოიყენეს

„ევერტონის“ ფეხბურთელები თეო უოლკოტი, ჯენკ ტოსუნი და გილფი სიგურდსონი პირველი ფეხბურთელები არიან პრემიერლიგიდან, რომლებსაც თამაშში “Angry Birds” თავიანთი პერსონაჟები ეყოლებათ.

ახალი ავატარების ვიზუალი და მახასიათებლები  ფეხბურთელების გარეგნობაზე და თამაშის სტილზე დაყრდნობით შეიქმნა. რამდენად ზუსტად ჰგვანან ისინი სპორტსმენებს თავად შეაფასეთ.





პრემიერლიგის ვარსკვლავების პერსონაჟების გამოყენება თამაშის მოყვარულებს შეზღუდული დროის განმავლობაში შეეძლებათ - დღეიდან 27 აგვისტომდე.

Angry Birds 2009 წელს გამოჩნდა და დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია. გასული ორი სეზონის განმავლობაში „ბრაზიანი ჩიტები“ მერსისაიდული კლუბის სპონსორია და მათი ლოგოს ხილვა „ლურჯების“ მაისურის მკლავზე არის შესაძლებელი.

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ