ყველა სპორტული სიახლე

კახა ჩხეტიანი: ''ყველაფერი ბულგარეთში გაირკვევა''

ქუთაისის "ტორპედომ" უეფას ევროპა ლიგის პლეიოფის პირველი მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე, "ლუდოგორეცის" წინააღმდეგ გამართა.

მატჩის დასრულების შემდგომ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.

პაოლო აუტორი: "მინდა მივულოცო ჩემს მოთამაშეებს გამარჯვება. "ტორპედოსაც" ვულოცავ კარგ თამაშს. რთული თამაში გამოვიდა. ჩვენთვის კარგი ანგარიშით დასრულდა, თუმცა მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, როინ კვასხვაძემ კი კარგად ითამაშა. ეს იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი. ვიცით, რომ "ტორპედო" არ დანებდება და მზად უნდა ვიყოთ.

ჩვენ თამაში სწორად ვერ დავიწყეთ. პირველი ტაიმის მეორე ნახევრიდან თამაში გამოვასწორეთ, თუმცა ბურთზე კონტროლი მეორე ტაიმში დავიბრუნეთ.

"ტორპედოს" ბოლო ერთი კვირა არ უთამაშია, ჩვენ კი გასულ კვირას ბულგარეთის ჩემპიონატში პრინციპულ მეტოქესთან გვქონდა თამაში და სწორედ აქედან გამომდინარეობდა მატჩის დაბალი ტემპი. ჩვენ გვჭირდებოდა შედეგი, შეიძლებოდა გვეთამაშა სწრაფად, მაგრამ წაგვეგო".

კახა ჩხეტიანი: "ძალიან კაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების. თამაში კარგად დაიწყო და შეგვეძლო მოგება, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს დავკარგეთ კონცენტრაცია და მივიღეთ გოლი. მადლობას ვუხდი ბიჭებს, ისინი ბოლომდე გაისარჯნენ და ყველაფერი გააკეთეს, რათა მოეგოთ.

ჯერ არაფერი დამთავრებულა, ბულგარეთში გაირკვევა ყველაფერი. ბოლომდე ვიბრძოლებთ. 1:0 წაგება არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დამთავრდა. ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიურად უკეთ ვიქნებით ჩვენ და უფრო თავისუფლად ვითამაშებთ. ჩვენმა ბიჭებმა კარგად ითამაშეს და "ლუდოგორეცის" თამაშის საშუალება არ მივეცით.

მოსამზადებელი პერიოდი ორი კვირაც არ გვქონია, გადაადგილებები, გზა. ყოველთვის გვიწევს თამაშებში ფორმაში შესვლა. ის ტემპი, რაც ჩვენთვის საჭირო იყო, აღარ შეგვეძლო. 

ის ეპიზოდები, რაც ალბათ თქვენც მოგეწონათ, ის უნდა იყოს მთელი თამაშის განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ ჩემს ფეხბურთელებში, რომ ყველაფერს გააკეთებენ.

მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის.

მთლიანობაში, როგორც თამაშის ხარისხით, ასევე ფეხბურთლეების მონდომებით კმაყოფილი ვარ, ერთადერთი რითაც უკმაყოფილოები ვართ, არის შედეგი".

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედო" "ლუდოგორეცთან" მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ავტოსპორტი, ფეხბურთი, საქართველო, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2023 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ