ყველა სპორტული სიახლე

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში გავიდა (ვიდეო)

საქართველოს პირველო ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს.

ქართველმა ჩოგბურთელმა US Open-ის მეორე წრეში ამერიკელ ჯეკ სოკს ოთხ სეტში 4:6; 6:3; 6:2; 7:6(7:6) სძლია და 2018 წლის ბოლო გრანდ სლემის მესამე წრეში გავიდა.

ბასილაშვილსა და სოკს შორის შეხვედრა ორსაათზე მეტხანს გაგრძელდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელ, მსოფლიოს მეთვრამეტე ჩოგანთან მხოლოდ პირველი სეტი დათმო, მომდევნო სამ სეტში კი ინიციატივა თავად აიღო და დამაჯერებლადაც გაიმარჯვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მესამე წრეში 28 წლის არგენტინელი გუიდო პელა იქნება. არგენტინელი ამჟამად ATP-ის რეიტინგში 66-ე ადგილს იკავებს. აქამდე ქართველი და არგენტინელი ჩოგბურთელები ერთმანეთს არ შეხვედრიან. მატჩი 31 აგვისტოს თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვადასხვა, ჩოგბურთი, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ