ყველა სპორტული სიახლე

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალშია

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/32-ფინალში არგენტინელ გუიდო პელას დაუპირისპირდა.

ბასილაშვილმა 28 წლის არგენტინელ მეტოქეს ოთხ სეტში, 6:3; 6:4; 1:6; 7:6(7:4) სძლია და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მსოფლიოს პირველ ჩოგანს, რაფა ნადალსა და რუს ჩოგბურთელს, კარენ ხაჩანოვს შორის გამარჯვებული იქნება.

ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ის წლის ბოლო გრანდ სლემზე ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და კარიერაში პირველად მერვედფინალში ითამაშებს.

ამ ეტაპზე საქართველოს პირველმა ჩოგანმა 170 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და ATP-ის რეიტინგში სავარაუდოდ 6 პოზიციით, 31-ე ადგილზე დაწინაურდება.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი ნადალს აქამდე ერთხელ, 2017 წელს, როლან გაროსის 1/32-ფინალში დაუპირისპირდა და მატჩი სამ სეტში დათმო. კარენ ხაჩანოვს კი სულ ოთხჯერ დაუპირისპირდა, ATP-ის ტურნირებზე ხაჩანოვმა სტამბოლსა და ვენაში იმარჯვა, ხოლო ჩელენჯერებზე ბასილაშვილმა ორი შეხვედრა მოიგო.

სხვადასხვა, ჩოგბურთი, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ