ყველა სპორტული სიახლე

რაფაელ ნადალი: ბასილაშვილი ფანტასტიური იყო

ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მსოფლიოს პირველ ჩოგბრუთელთან, რაფაელ ნადალთან ოთხ სეტში, 3:6; 3:6; 7:6(8:6); 4:6 დამარცხდა.

ესპანელ და ქართველ ჩოგბურთელებს შორის მატჩი სამსაათზე მეტხანს გაგრძელდა, საბოლოოდ კი ბასილაშვილმა მსოფლიოს პირველ ნომერს ერთი სეტი, ტაიბრეიქში მოუგო.

შეხვედრის შემდგომ რაფაელ ნადალმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბასილაშვილი საკმაოდ მძიმე მეტოქე იყო.

რაფა ნადალი: "საბოლოო ჯამში კარგი მატჩი ჩავატარე. ბასილაშვილს კარგი დარტყმა აქვს, გგონია, რომ ბურთს აკონტროლებ, თუმცა მას ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს. მესამე სეტში კარგად ვითამაშე, თუმცა ქართველი ჩოგბურთელი ფანტასტიური იყო".

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ირაკლი ლაბაძის შემდეგ პირველი ქართველი ჩოგბურთელია, რომელიც გრანდსლემის მერვედფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა US Open-ის მერვედფინალში გასვლით 170 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, განახლებულ რეიტინგში სავარაუდოდ ექვსი პოზიციით დაწინაურდება და 31-ე ადგილს დაიკავებს.

სხვადასხვა, ჩოგბურთი, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ