ყველა სპორტული სიახლე

ნიკა კვეკვესკირი: ''მზად ვართ მოედანზე დავამტკიცოთ თუ რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს''

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების სადებიუტო შეხვედრამდე თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ეროვნულმა გუნდმა 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

დღევანდელ საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ჯაბა ჯიღაური არ მონაწილეობდა. ფრანგული გრენობლის ფეხბურთელი, საკლუბო მატჩის გამო, ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება. ეროვნულ გუნდში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ყაზახეთთან მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება. საქართველოს ნაკრები ასტანაში 5 სექტემბერს დილით გაემგზავრება, მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენი გუნდი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ვარჯიშს გამართავს. 

ერთა ლიგის პირველი მატჩის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა:

"ყველა მოუთმენლად ველოდებით ერთა ლიგის დაწყებას. ერთა ლიგა ჩვენი თამაშით იხსნება და საქართველოს ნაკრებისთვის ეს უდიდესი გამოწვევაა. მოტივირებულნი ვართ იმიტომ, რომ ეს არის უნიკალური შანსი დიდ საფეხბურთო ფორუმზე სათამაშოდ. გუნდში ყველას გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა და 100 პროცენტით მზად ვართ საფეხბურთო მოედანზე დავამტკიცოთ თუ რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს."

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება, ასტანაში 6 სექტემბერს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

gff.ge

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ