ყველა სპორტული სიახლე

შენგელიას ბასკონიამ ბარსას სძლია და სუპერთასისთვის რეალს შეხვდება

თორნიკე შენგელია ესპანეთის სუპერთასის ფინალში ითამაშებს, სადაც მოქმედ ჩემპიონა მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. ქართველი ფორვარდის “ბასკონიამ” სუპერთასის ნახევარფინალში “ბარსელონას” დაძაბულ ბრძოლაში – 79:76 მოუგო.

წლეულს ესპანეთის სუპერთასი განსხვავებული ფორმატით იმართება. მასში გასული სეზონის საუკეთესო 4 გუნდი მონაწილეობს. ფინალისტები – რეალი, ბასკონია და ნახევარფინალისტები – ბარსელონა და ობრადორიო. 

2018-2019 წლების სეზონის პირველი ტიტულისთვის ეს გუნდები ნახევარფინალში დაწყვილდნენ. “რეალმა” “ობრადორიოს” იოლად – 81:61 სძლია, ხოლო ბასკონიელებმა “ბარსას” 3 ქულით – 79:76მოუგეს.

ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14:52 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, ამასთან, 5 ქულა გადამწყვეტ წუთებში მიითვალა.

თოკომ 3-დან 1 ორქულიანი, სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

რაც შეეხება საქართველოა ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელ მეტ ჯენინგს, მან 26:50 წუთში 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

საინტერესოა, რომ ბასკური კლუბი კატალონიურს 20 ქულის სხვაობით ამარცხებდა და მართალია, “ბარსამ” ჩამორჩენა ქულამდე დაიყვანა, საბოლოოდ, მაინც შენგელიას კლუბმა იიმარჯვა.

ფინალი 22 სექტემბერს გაიმართება. სუპერთასის მინი-ტურნირი ესპანეთის ქალაქ კომპოსტელაში მიმდინარეობს.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2021 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ