ყველა სპორტული სიახლე

დევიდ ბექჰემს ზინედინ ზიდანი ამერიკაში მიჰყავს?

საფეხბურთო კლუბი "მაიამი" ან "ინტერ მაიამი" 2014 წელს დაარსდა, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ლეგენადრული დევიდ ბექჰემია. კლუბი ამერიკის ჩემპიონატში 2020 წლიდან ჩაერთვება და სწორედ ამიტომაც კლუბის ოფიციალურ სახელზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ. მიუხედავად ამისა კლუბის ხელმძღვანელები აქტიურად ცდილობენ კლუბში სუპერ ვარსკვლავების მიყვანას. 

ბრიტანული გამოცემა The Sun -ის მტკიცებით დევიდ ბექჰემმა უკვე შესთავაზა ზიდანს "მაიამის" მთავარი მწვრთნელის პოსტი. მათ პირად საუბრებში განიხილეს ზიზუს ამერიკაში გადასვლის საკითხი და კლუბის განვითარების გეგმები.

Mirror-ი ასევე გვამცნობს რომ, მოლაპარაკებები დაწყებულია და საერთოდ არ არის წარმოუდგენელი ფრანგი ლეგენდის ამერიკაში გადასვლა.

ზიდანი ამჟამად უმუშევარია, ბექჰემის მთავარი კონკურენტი კი მისი ყოფილი კლუბი, მანჩესტერ იუნაიტედია. ზიზუს აქტიურად განიხილავენ ჟოზე მოურინიოს შემცვლელად, რომელიც ვერ აჩვენებს დამაკმაყოფილებელ შედეგებს.

ზინედინ ზიდანმა სამწვრთნელო კარიერა მადრიდის რეალში დაიწყო და კლუბთან ერთად ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

ბექჰემის სიაში ზიდანი ერთადერთი ცნობილი სახე არ არის. იგი ცდილობს ლეო მესი დაითანხმოს კარიერის ამერიკაში დასრულებაზე. ასევე იგი აქტიურად ცდილობს ყოფილი მანჩესტერელი ფეხბურთელების უეინ რუნისა და კრიშტიანო რონალდოს თავის კლუბში მიწვევას.

ზიდანმა ბევრჯერ დაადასტურა რომ დიდი სურვილი აქვს მსოფლიო ჩემპიონმა ანტუან გრიზმანმა მის კლუბში იასპარეზოს. გრიზმანმა კი მკაფიოდ განაცხადა რომ კარიერის დასრულება სწორედ ამერიკაში სურს და იგი ბექემს სიამოვნებით დათანხმდება.

შეგახსენებთ რომ მაიამის საფეხბურთო კლუბი ჩემპიონატში 2020 წელს ჩაერთვება, მანამდე კი კლუბი ჩამოყალიბების პროცესშია.

ფეხბურთი, ევროპა, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ