ყველა სპორტული სიახლე

ფიფამ საუკეთესოები გამოავლინა

24 სექტემბერს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოება გაიმართა.

ფიფამ 2017/18 წლების სეზონის საუკეთესოები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინა.

ფიფას Fair Play-ს ჯილდოს გაამრჯვებული ჰოლანდიური "ვენლოს" ერმანელი ფეხბურთელი ლენარტ ტი გახდა, რომელმაც გასულ სეზონში "პსვ-სთან" მატჩი გამოტოვა. მიზეზი კი კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა განმარტა. როგროც აღმოჩნდა, ფეხბურთელის DNA სრულად დაემთხვა ლეიკემიით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტისას, ტიმ კი მისთვის სისხლის გაღება გადაწყვიტა.

ფიფას გულშემატკივართა ჯილდო კი პერუელ ფანებს გადაეცათ. 

პუშკაშის ჯილდო გულშემატკივართა გადაწყვეტილებით "ლივერპულის" ეგბიპტელ ვარსკვლავს და ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ერთ-ერთ ნომინანტს, მოჰამედ სალაჰს გადაეცა. "ევერტონის" კარში გატანილი სალაჰის ეფექტური გოლი გულშემატკივრებმა საუკეთესოდ მიიჩნიეს.

წლის საუკეთესო მეკარე მადრიდის "რეალის" ბელგიელი გოლკიპერი, ტიბო კურტუა გახდა.

ქალთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელი "ლიონის" ფრანგი სპეციალიტი რეინალ პედროსი გახდა. აღსანიშნავია, რომ "ლიონის" ქალთა 2017/18 წლის სეზონი სრული ტრიუმფით დაასრულა. გასულ სეზონში პედროსის ხელმძღვანელობით "ლიონმა" საფრანგეთის ქალთა ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მამაკაცთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელი კი მსოფლიო ჩემპიონის, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი გახდა.

წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლიდერი, ლეგენდარული ფეხბურთელი, მარტა გახდა. აღსანიშნავია, რომ მარტას ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ექვსჯერ აქვს მოგებული.

ღონისძიების კულმინაცია კი წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ვინაობის გამოვლინება იყო. კანდიდატთა შორის იყვნენ: ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი სუპრვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ. ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი და უეფას ევროიპის საუკეთესო ფეხბურთელი, ლუკა მოდრიჩი. და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი, "ლივერპულის" ეგვიპტელი ვარსკვლავი, მოჰამედ სალაჰი.

საბოლოოდ კი ეროვნული ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა, ჟურნალისტებმა და გულშეამტკივრებმა საუკეთესოდ მადრიდის "რეალის" ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დაასახელეს.



ფიფას წლის თერთმეტეული (FIFPro World XI) კი ასე გამოიყურება: 

მეკარე: დავიდ დე ხეა;

მცველები: დანი ალვეში, რაფაელ ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო;

ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი, ნ'გოლო კანტე, ედენ აზარი, ლიონელ მესი, კილიან მბაპე;

თავდამსხმელი: კრიშტიანუ რონალდუ.

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ