ყველა სპორტული სიახლე

ლიპარტელიანის ვერცხლი მსოფლიო ჩემპიონატზე

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ მეორე მედალი მოიპოვა. 

ამირან პაპინაშვილის ბრინჯაოს შემდეგ, -100 კგ. წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში გავიდა, თუმცა მძიმე ბრძოლაში, რომელიც დამატებით დროში გადავიდა, კორეელ გუჰნამ ჩოსთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ კორეელმა პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. 

შეგახენებთ, რომ ფინალამდე ლიპარტელიანმა ფინალამდე 5 ბრძოლა მოიგო, ნახევარფინალში კი მონღოლი ლხაგვასურენი ვაზარით დაამარცხა.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ