ყველა სპორტული სიახლე

ფუტსალი - საქართველოს მეორე გამარჯვება გერმანიასთან

25 სექტემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრებმა ჰამბურგში გერმანიის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. პირველის მსგავსად აღნიშნული შეხვედრაც ავთანდილ ასათიანის გუნდის უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით - 3:1 დასრულდა. ანგარიში სიმი საიოტის გოლით გაიხსნა, მეტოქის კარში გატანილი კიდევ ორი გოლი კი თოდუასა და ფუმასას ანგარიშზეა.

გერმანიის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა.

ოფიციალური მატჩების გამართვამდე, ჩვენი გუნდი კიდევ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 29-30 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ლატვიაში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.

გერმანია - საქართველო 1:3

ჰამბურგი

ძირითადი შემადგენლობა: ბუკია, თოფურია, სიმი, რონინიო, ფუმასა

სათადარიგო შემადგენლობა: კუპატაძე, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, სებისკვერაძე, თოდუა, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, კურტანიძე, ნიყვაშვილი, ნიშნიანიძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

ფეხბურთი, საქართველო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ