
გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია (ვიდეო)
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრის დასკვნითი დღე მიმდინარეობს.
ტურნირის დასკვნით დღეს +100კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში იასპარეზა.
ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში მონღოლ დურუნბაიარ ულზიბაიარს დაუპირისპირდა და მეტოქეს იპონით სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.
ფინალში თუშიშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს, უშანგი კოკაურს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებია, რომლებიც ამირან პაპინაშვილმა და არლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.