
გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონია - საქართველოს პირველი ოქრო ბაქოში (ვიდეო)
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალური ტურნირი დასრულდა.
მამაკაცთა შორის +100კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა იჭიდავა, რომელიც ფინალში გავიდა.
ოქროს მედლისთვის ბრძოლაში თუშიშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს, უშანგი კოკაურს დაუპირისპირდა, შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრეიპონით სძლია და კარიერაი პირველად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სამი, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და მამაკაცთა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ვერცხლის მედალი -100კგ წონით კატეგორიაში გუნდის კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო -60კგ წონით კატეგორიაში აირან პაპინაშვილმა.