
კანკავას გოლი ყაზახეთის ჩემპიონატში (ვიდეო)
ყაზახეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირის "ტობოლი" "აკჟაიკს" ესტუმრა.
შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ერთადერთი გოლის ავტორი კი ჯაბა კანკავა გახდა 81-ე წუთზე.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ტრავმირებულ კვეკვესკირს კი შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.