ყველა სპორტული სიახლე

გოგა ბითაძე რუსულ სპარტაკ-პრიმორიესთან საუკეთესო იყო

19 წლის გოგა ბითაძემ რუსულ “სპარტაკ პრიმორიეს” 17 ქულა ჩაუგდო, ქართველი ლეგიონერის გუნდმა “მეგა ბიმაქსმა” კი მეტოქე 105:78 გაანადგურა. ეს გახლდათ სერბული კლუბის ბოლო  მოსამზადებელი მატჩი სეზონის გახსნამდე. 

ბითაძემ მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 17 ქულასთან ერთად ქართველის ანგარიშზე 7 მოხსნა და 4 დაფარება დაგროვდა. გოგა ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 29 ერთეული შეადგინა და ეს მაჩვენებელი მატჩში საუკეთესო იყო.

“მეგა ბემაქსი” ადრიატიკის ლიგის სასტარტო შეხვედრას 30 სექტემბერს ჩაატარებს, როდესაც ბოსნია-ჰერცეგოვინას ესტუმრება და “იგოკეას” გაეჯიბრება.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2022 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ