
კვეკვესკირის 120-ე წუთზე გატანილი გოლი რუსეთის თასზე (ვიდეო)
რუსეთის თასის 1/16-ფინალში ხაბაროვსკის სკა-მ გროზნოს "ახმატს" უმასპინძლა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ (2:2) დასრულდა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც 109-ე წუთზე გატანილი 11-მეტრიანით სტუმრები დაწინაურდნენ.
მასპინძძელთა გადარჩენა დამატებითი დროის ბოლო წუთზე ირაკლი კვეკვესკირმა შეძლო, რომელმაც შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. გოლის ემოციური აღნიშვნისთვის კი ყვითელი ბარათი მიიღო.
მიუხედავად ქართველი ფეხბურთელის გოლისა სკა 1/8-ფინალში ვერ გავიდა. მასპინძლებმა 11-მეტრიანების სერია დათმეს და მომდევნო ეტაპის საგზური პრემიერლიგის გუნდმა მიიღო.
კვეკვესკირის გოლი იხილეთ 5:45-დან