
მჭედლიძე "მილანთან" მატჩში შედეგიანად დაბრუნდა (ვიდეო)
იტალიის სერია ა-ს მეექვე ტურში ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა.
ქართველი ფორვარდის გუნდმა შინ მატჩი ფრედ 1:1 დაასრულა. მჭედლიძე სათადარიგოთა შემადგენლობაში იმყოფებოდა და მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა. ქართველმა ფეხბურთელმა 70-ე წუთზე საკუთარი გუნდისთვის პენალტის მოპოვება შეძლო, ხოლო კაპუტომ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო ანაგრიში 1:1 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძე მძიმე ტრავმის შემდეგ "ემპოლის" რიგებში პირველი მატჩი გამართა.
მეექვსე ტურის შემდეგ მჭედლიძის "ემპოლი" ხუთი ქულით მეჩვიდმეტე ადგილზეა.