ყველა სპორტული სიახლე

შენგელიას შედეგიანი მატჩი ესპანეთში

შერმადინის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში ჩაება თორნიკე შენგელიაც. “კიროლბეტ ბასკონიას” ქართელმა ფორვარდმა “სარაგოსასთან” 99:76 მოგებულ მატჩში უმაღლესი შედეგი დააფიქსირა და ის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების კანდიდატია.

“ბასკონიამ” მეტოქე მეორე ნახევარში გატეხა, რაშიც ქართველი კალათბურთელის დიდი დამსახურებაა. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25:32 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. თორნიკემ 

12-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ოთხჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. მარგი ქმედების კოეფიციენტი ქართველ მოთამაშეს 31 ჰქონდა, რაც ბუნებრივია, მატჩში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ და შეხვედრის MVP გახდა. მეტიც, არაა გამორიცხული საერთოდ ტურის საუკეთესო კალათბურთელის პრიზიც დაიმსახუროს, თუმცა, იქამდე ტური უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელსა და “ბასკონიას” კიდევ ერთ წევრს, მეტ ჯენინგმა (სასტარტო ხუთეულში იყო) 21:57 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.

მეორე ტურის მატჩს “ბასკონია” 3 ოქტომბერს, სტუმრად “ბურგოსთან” გამართავს.  კიდევ ერთი ქართველი, ბექა ბურჯანაძე, ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს დღეს გამართავს. მისი “გიპუზკოა ბასკეტი” სან სებასტიანში “ფუენლაბრადას” უმასპინძლებს.

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ