ყველა სპორტული სიახლე

პირველი ტურის MVP-ის შანსი: ბითაძის ორმაგი დუბლი და გამარჯვება ბოსნიაში

გოგა ბითაძემ ადრიატიკის ლიგა დიდებულად დაიწყო.

სერბული “მეგა ბიმაქსის” ქართველმა ცენტრმა ადრიატიკის ლიგის პირველ ტურში თავის გუნდს ბოსნიაში მოაგებინა. სრემშკა მიტროვიცელები ქალაქ ალექსანდროვაცში “იგოკეას” ესტუმრნენ და ბითაძის ლიდერობით 80:79იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების 19 წლის ცენტრმა დიდებულად ითამაშა. ქართველი გოლიათი შეუჩერებელი იყო და მეგაბიმაქსელებმა ფავორიტად მიჩნეული მასპინძლები რომ დაამარცხეს, ბითაძის წილი უდიდესია. ქართველმა თინეიჯერმა უნივერსალიზმი გამოავლინა და მეტოქის ფარს ხელი არც ახლოდან დააკლო, არც საშუალო დისტანციიდან და 2 სამქულიანიც ჩაუგდო. ბითაძემ 11-დან 8 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სწორედ გოგამ ჩაადგო თამაშის დასრულებამდე 9 წამით ადრე ის საჯარიმო, რის შემდეგაც “მეგა ბიმაქსი” 4 ქულით დაწინაურდა და ბოსნიელებისთვის მიუწვდომელი გახდა.



gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ