ყველა სპორტული სიახლე

ბექა ბურჯანაძე მოედანს დაუბრუნდა

გვარიანი პაუზის შემდეგ, ბექა ბურჯანაძე მოედანს ოფიციალურ მატჩში დაუბრუნდა. ესპანეთის ჩემპიონატში ბურჯანაძემ ბოლოს 2016-17 წლების სეზონში ითამაშა “ანდორას” შემადგენლობაში, დღეს კი ქართველი ფორვარდი “გიპუზკოა ბასკეტის” რიგებში მოედანზე გამოჩნდა. ბურჯანაძეს ურიგოდ არ უთამაშია, თუმცა მისმა გუნდმა საშინაო მატჩი “ესტუდიანტესთან” უშანსოდ – 60:76წააგო.

ქართველი ფორვარდი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 16:19 წუთი გაატარა. ბექამ 1-დან 1 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. საბოლოოდ ბურჯანაძის ანგარიშზე 5 ქულა, 5 მოხსნა (გუნდში მეორე შედეგი) და 1 პასი დაგროვდა. ბექამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური მიიღო და მასზე მეტოქეები 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 10 ერთეული შეადგინა, რაც გიპუზკოაბასკეტელთაგან დანიელ პერესის ტოლფასი გახლდათ და მხოლოდ მიგელ სალვოს (12) მონაგარს ჩამორჩა.

მეორე ტურში, 3 ოქტომბერს, ბურჯანაძის გუნდი სტუმრად “სარაგოსას” შეხვდება. 

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31