ყველა სპორტული სიახლე

ჩემპიონთა ლიგა, II ტური

2 ოქტომბერს ევროპის ქალაქებში ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის, პირველი დღის შეხვედრები გაიმართება. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შეხვედრები ელოდება ფეხბურთის გულშემატკივრებს. სამშაბათი დღის პირველ ორ შეხვედრაში ერთმანეთს ჰოფენჰაიმი-მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი - იანგ ბოზი დაუპისპირდებიან.
პირველ ტურში სენსაციური მარცხის შემდეგ მანჩესტერ სიტი გერმანიას ეწვევა და დებიუტანტ ჰოფენჰაიმს შეხვდება. ოფიციალური ინფორმაციით მანჩესტერულ გუნდს ბენჟამინ მენდი ვერ დაეხმარება, რომელიც ტრამვირებულია. გერმანელებს კი ნორვეგიელი ნორდვეიტი გამოაკლდათ. აღსაღნიშნავია, რომ ეს ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაა.
ტურინში იუვენტუსი რონალდოს გარეშე იასპარეზებს იანგ ბოიზის წინააღმდეგ. მასპინძლები აშკარა ფავორიტები არიან და პორტუგალიელის გარეშეც წესით უპრობლემოდ დაამარცხებენ შვეიცარიელებს. იუვე და იანგ ბოიზი აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

გვიანდელი მატჩების განრიგი ასეთია:

*აეკი ათენი - ბენფიკა
პირველი ტურის შემდეგ ორივე გუნდს ნოლი ქულა აქვს და დღეს პირველი ქულების აღებას შეეცდებიან.

რომა - პლზენი
მადრიდში განცდილი მარცხის შემდგომ რომაელები დღეს ეცდებიან გამარჯვების მოპოვებას, რომაელებს დიდი ალბათობით დე როსი, პასტორე და პეროტი დააკლდებათ.

ბაიერნი- აიაქსი
ცუდ ფორმაში მყოფი მიუნჰენური გრანდი დღეს საკუთარ მოედანზე კომანის და რაფინიას გარეშე შეხვდება აიაქს. ჰოლანდიელებს კი ველტმანი არ ეყოლებათ, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ნიკო კოვაჩის გუნდს კი აშკარად გამარჯვება მართებს საკუთარი მაყურებლის წინაშე.

* ცსკა - მადრიდის რეალი
სამეფო კლუბი მოსკოვში მნიშვნელოვანი დანაკლისით ჩავიდა, გუნდს გარეთ ბეილი, ისკო, მარსელო და გუნდის კაპიტანი სერხიო რამოსი არ ეყოლება. სევილიასთან განადგურების და მადრიდულ დერბიში ფრის შემდეგ რეალისგან ყველა მოგებას ელოდება.

ლიონი-შახტარი
დავით ხოჭოლავას შახტარი, პირველი ტურის მთავარი სენსაციის ავტორს ესტუმრება. წინასწარი პროგნოზების გაკეთება ამ თამაშზე საკმაოდ რთულია, მასპინძლებს ტეტე და ტერიერი ხოლო უკრაინელებს დენტინიო და ველიტონი არ ეყოლებათ.

მანჩესტერ იუნაიტედი - ვალენსია
ჟოზე მოურინის გუნდი ესპანელების წინააღმდეგ. თუ ბრიტანულ პრესას დავუჯერებთ წარუმატებლობის შემთხვევაში შეიძლება ეს "განსაკუთრებულის" უკანასკნელი მატჩი იყოს მანჩესტერის მწვრთნელის რანგში. გუნდში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა, ჟოზეს კონფლიქტი აქვს პოლ პოგბასთან და ალექსის სანჩესთან, ტრამვების გამო არ იქნებიან ერერა, როხო და იანგი, საეჭვოა დავით დე ხეას თამაში. ვალენსიას კი მინასა და გაიას გარეშე მოუწევს ასპარეზობა.

ფეხბურთი, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2023 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ