ყველა სპორტული სიახლე

კაკა და ბერლუსკონი ისევ ერთად?

სილვიო ბერლუსკონი დიდ ფეხბურთში დაბრუნდა. მილანის ყოფილმა პრეზიდენტმა იტალიის სერია ც-ში მოასპარეზე "მონცა" შეიძინა. მასთან ერთად კლუბში მივიდა ადრიანო გალიანიც. სწორედ ამ ორ ადამიანს უკავშირდება მილანის დიდი წარმატებები. ბერლუსკონი მილანს სათავეში 31 წლის განმავლობაში ედგა და ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბადაც აქცია. ადრიანო გალიანი კი 31 წლიანი ეპოქის უცვლელი ნაწილი იყო.

რა გეგმები აქვს იტალიის ყოფილ პრემიერ მინისტრს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ესპანურ და იტალიურ პრესაში აქტიურად განიხილავენ კაკას დაბრუნებას, როგორც იტალიაში ასევე საფეხბურთო მოედანზეც. ბრაზილიელი ფეხბურთელი ბოლოს ამერიკაში "ორლანდო სიტის" რიგებში თამაშობდა. უცნობია რა პირობებს სთავაზობს იტალიის რანგით მესამე დივიზიონის კლუბი და მისი მფლობელი კაკას მაგრამ ერთერთი ვერსიით "მილანის" ექსფეხბურთელი "მოცაში", რამოდენიმე თამაშს ჩაატარებს, შემდგომ კი კლუბის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს.

ფეხბურთი, ევროპა, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2018 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ