ყველა სპორტული სიახლე

თორნიკე შენგელია ესპანეთში პირველი ტურის საუკეთესოდ დაასახელეს

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატი ხმაურიანად დაიწყო.  მისმა “ბასკონიამ” 99:76 დაამარცხა “სარაგოსა”, ხოლო ქართველმა ფორვარდმა 26 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მოინაგრა. მარგი ქმედების კოეფიციენტი 31 ჰქონდა.

ასეთი გარჯა კი ყოველთვის ფასდება – გამოცემა “ევრობასკეტმა” თორნიკე ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა.

იქვე წერია: “შენგელიას საოცარი საღამო ჰქონდა. იგი გუნდის გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. პირველივე შეხვედრაში გამოჩნდა, რომ მასთან ერთად “ბასკონია” ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია”.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ