
ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინის ტურნირის ფინალშია
საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინის 500-იანი ტურნირის ნახევარფინალში ბრიტანელ კაილ ედმუნდს დაუპირისპირდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ედმუნდს დაძაბულ ბრძოლაში, ორ სეტში, ანგარიშით 7:6(8:6); 6:4 მოიგო და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ბასილაშვილი ფინალში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს დაუპირისპირდება, რომელიც ტურნირზე პირველი განთესვით ასპარეზობს. მატჩი ქართველ და არგენტინელ ჩოგბურთელებს შორის ხვალ, 7 ოქტომბერს, 15:30 საათზეა ჩანიშნული.
აღსანიშნავია, რომ ფინალში გასვლით ნიკოლოზ ბასილაშვილი 300 სარეიტინგო ქულას შეიძენს და მსოფლიო რეიტინგში სავარაუდოდ 28-ე პოზიციას დაიკავებს.