
ნიკოლოზ ბასილაშვილი China Open-ის ჩემპიონია
საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მიმდინარე წელს კარიერაში მეორე ტიტული მოიპო.
ქართველმა ჩოგბურთელმა პეკინის 500-იანი ტურნირის ფინალში მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს, არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს ორ სეტში, ანგარიშით 6:4; 6:4 სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში გამართულ ტურნირზე ბასილაშვილმა მხოლოდ ერთი ერთი სეტი დათმო.
ბასილაშვილმა ჩემპიონობასთან ერთად 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და სავარაუდოდ მსოფლიო რეიტინგში 23-ე ადგილზე გადაინცვლებს.