ყველა სპორტული სიახლე

მორის ყვითელაშვილის ბრინჯაო ესპოს ჩელენჯერზე (ვიდეო)

ფინეთის ქალაქ ესპოში 4-7 ოქტომბერს ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის ტურნირი გაიმართა. ყოველწლიურად ამ სერიის ტურნირებში ცნობილი მოციგურავეები მონაწილეობენ, წარმოადგენენ თავიანთ ახალ პროგრამებს და მიღებული შედეგით მსოფლიო სარეიტინგო სიაში საკუთარ პოზიციებს იმყარებენ.

ქართველი მოციგურავის მორის ყვითელაშვილისათვის ახალ სეზონში სლოვაკიის შემდეგ "ჩელენჯერის სერიიდან" ეს რიგით მეორე საერთაშორისო ტურნირი იყო. ყვითელაშვილმა ონდრეი ნეპალას სახელობის ტურნირზე 23 მონაწილეს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა.

ფინეთში მონაწილე მოციგურავეების რაოდენობა კი საკმაოდ წარმომადგენლობით იყო, ვაჟთა კატეგორიაში სულ 17 ქვეყნის 21 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საკმაოდ ტიტულოვანი მოციგრავეები რუსეთიდან, კანადიდან, იტალიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იაპონიიდან, კორეიდან.

ქართველმა მოციგურავემ ტურნირის ორივე პროგრამაში საკმაოდ საინტერესოდ იასპარეზა, მაღალი კონკურენციის პირობებში, საერთო ქულათა ჯამით 231. 19 დამსახურებულად დაიკავა მესამე ადგილი და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, რომელიც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის სტატისტიკურ ნუსხაში ამ სეზონზე უკვე მეორე მედალია ქართველი მოცაკვავე წყვილის მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ვერცხლის მედლების შემდეგ.

ფინეთში ვაჟთა კატეგორიაში გამოსვლებს მსაჯობდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე, რომელიც საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით ორგანიზებულ ყველა ტურნირზე მიწვეულია მსაჯთა შემადგენლობაში. 

შემდეგი ტურნირი, სადაც მორის ყვითელაშვილი საქართველოს ღირსებას დაიცავს, გრან პრის ტურნირის პირველი ეტაპია, რომელიც 19-22 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ევერეტში გაიმართება.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია

სხვადასხვა, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2023 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ