
ბასილაშვილმა შანხაის მასტერსი მოგებით დაიწყო
ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინის 500 ქულიანი ტურნირის მოგების შემდეგ, 9 ოქტომბერს შანხაის მასტერსში ჩაერთო.
საქართველოს პირველი ჩოგანი როლექსის მორიგი მასტერსის პირველ წრეში მსოფლიოს 31-ე ჩოგანს, კანადელ დენის შაპოვალოვს დაუპირისპირდა. პეკინის ტურნირის ჩემპიონმა მეტოქეს მარტივად, ერთ საათში, ორ სეტში, ანგარიშით 6:2; 6:2 სძლია და მეორე ტურში იასპარებს.
ბასილაშვილის მეტოქე მიმდინარე ტურნრიის მეორე წრეში გერმანელი, მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი, ალექსანდრ ზვერევი იქნება. ქართველ და გერმანელ ჩოგბურთელებს შორის შეხვედრა 10 ოქტომბერს, თბილისის დროით 05:00 საათზეა ჩანიშნული.